თავში

იტალიაში შვილმა ანტივაქსერ მამას სასამართლოში უჩივლა

​იტალიაში შვილმა ანტივაქსერ მამას სასამართლოში უჩივლა
იტალიაში შვილმა ანტივაქსერ მამას სასამართლოში უჩივლა

სიცილიის ქალაქ პალერმოში 16 წლის გოგონამ მამამისს, რომელის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას უკრძალავდა, სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო. ინფორმციას Livesicilia ავრცელებს.

ამ ზაფხულს სტუდენტი გოგონა პალერმოში გაემგზავრა, სადაც აცრის გაკეთებას აპირებდა. სამედიცინო პუნქტში მას უთხრეს, რომ ვაქცინაციისთვის ორივე მშობლის თანხმობა სჭირდებოდა.

გოგონას დედამ მის არჩევანს მხარი დაუჭირა. ცალკე მცხოვრები მამისგან კი მან შეიტყო, რომ ის ვაქცინაციას არ ეთანხმებოდა. საქმე სასამართლომდე მივიდა.

მოსამართლე 16 წლის გოგონას მხარეს დადგა, რომელიც აცრის პირველ დოზას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system