თავში

იტალიაში წინასააღდგომოდ თვითიზოლაციის კონტროლი მკაცრდება

იტალიაში წინასააღდგომოდ თვითიზოლაციის კონტროლი მკაცრდება
იტალიაში წინასააღდგომოდ თვითიზოლაციის კონტროლი მკაცრდება

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, წინასააღდგომოდ, იტალიის ხელისუფლება თვითიზოლაციის რეჟიმის მკაცრად გაკონტროლებას გეგმავს. კათოლიკური სამყარო 12 აპრილს აღდგომას აღნიშნავს. ამ დროს ქვეყნის შიგნით დიდი გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ცირკულარი გამოსცა. დოკუმენტი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ყველა სავალდებულო შეზღუდვების პირობებსა და მისი დაცვის აუცილებლობას განსაზღვრავს.

თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვას იტალიის ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა გააკონტროლებს. შემოწმება პირველ რიგში საავტომობილო გზებზე მოხდება. ნებისმიერი კანონდარღვევა შესაბამისი წესით დაჯარიმდება.

იტალიაში, რომელიც აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი ციფრი ფიქსირდება. ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების 143626 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 18279 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 28470 და საავადმყოფოში მკურნალობას 96877 პაციენტი განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system