თავში

იტალიაში წყალქვეშ ჩაძირული სოფელი 70 წლის შემდეგ გამოჩნდა - PHOTO

იტალიაში წყალქვეშ ჩაძირული სოფელი 70 წლის შემდეგ გამოჩნდა
იტალიაში წყალქვეშ ჩაძირული სოფელი 70 წლის შემდეგ გამოჩნდა - PHOTO
© bbc.com

იტალიაში გაშლილი ტბის ძირას სოფელი კურონი გამოჩნდა, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წყლის ქვეშ იმალებოდა. ამ დრომდე ტბაში მხოლოდ ეკლესიის სამრეკლო ჩანდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

აღნიშნულია, რომ რეზიას ხელოვნური ტბა სარემონტო სამუშაოების დროს დააშრეს და ფსკერზე 160-ზე მეტი სახლი აღმოაჩინეს.

სამხრეთ ტიროლის სოფელი, რომელიც ორი ბუნებრივი ტბის შესართავთან მდებარეობდა, 1950 წელს ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად დატბორეს და მისი მოსახლეობა გადაასახლეს.

ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტურისტებისთვის. ზაფხულობით ტბის შემოგარენი მოლაშქრეებს იზიდავს. ზამთარში კი ყველა იქ ჩამსვლელი ყინულზე სეირნობს და ცნობილი სამრეკლოსკენ მიემართება.

BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს საფეხურები, სარდაფები და კედლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system