თავში

იტალიაში ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდიან

​იტალიაში ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდიან
იტალიაში ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდიან

იტალიაში პოლიტიკოსები ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდიან, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

ეს მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური რომში გამართული საპროტესტო აქციების გამო გახდა, რომლებიც მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. შედეგად 38 პოლიციელი დაშავდა.

დაკავებულთა შორის ნეოფაშისტური მოძრაობა "Forza Nuova" ("ახალი ძალა") ორი წევრია. ეს ორგანიზაცია პანდემიის დაწყებიდან ვაქცინებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის.

პოლიტიკოსებთან ერთად ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიკვიდაციას პროფკავშირებიც და იტალიელი პარტიზანების ეროვნული ასოციაციას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system