თავში

იტალიელი ექიმები: ბავშვებში COVID-19-სა და კავასაკის სინდრომს შორის კავშირი არსებობს

​იტალიელი ექიმები: ბავშვებში COVID-19-სა და კავასაკის სინდრომს შორის კ
იტალიელი ექიმები: ბავშვებში COVID-19-სა და კავასაკის სინდრომს შორის კავშირი არსებობს

ბავშვებში COVID-19-სა და კავასაკის სინდრომს შორის კავშირი არსებობს, - ამის შესახებ იტალიელმა ექიმებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებში ტოქსიკური შოკისა და კავასაკის სინდრომის ერთობლიობა დაფიქსირდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ახალი კორონავირუსი დაავადების პროვოცირებას იწვევდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ.

ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მანამდე ეს დაავადება სამ თვეში ერთხელ ფიქსირდებოდა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა. 2020 წლის 18 თებერვლიდან 20 აპრილამდე კი 10 ბავშვი. აქედან 8-ს COVID-19 დაუდასტურდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system