თავში

იტალიელი მედდა, რომელიც საკუთარ შვილს ვერ ეხუტება - PHOTO

იტალიელი მედდა, რომელიც საკუთარ შვილს ვერ ეხუტება
იტალიელი მედდა, რომელიც საკუთარ შვილს ვერ ეხუტება - PHOTO

იტალიელი პასკალინა კონტე 45 წლის მედდაა, რომელიც მუშაობს კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან. მას სახლში ელოდება 9 წლის შვილი ანდრეა, რომელსაც 50 დღეა არ ჩახუტებია. 

იტალიელი მედდა ამბობს, რომ ვერ მოასწრო ბავშვის გაგზავნა ბებია-ბაბუასთან, რადგან ქვეყანა სრულ საკარანტინო ზონად გადაიქცა. ამიტომ მას უწევს შვილთან ერთად ცხოვრება და ის ფიქრობს, რომ მისი დაინფიცირების რისკი ძალიან დიდი. 

"ანდრეა გაბრაზდა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დაიწყო. მან მითხრა, რომ ყველა სხვა მშობელი სახლში იყო შვილებთან ერთად, თუმცა შემდეგ მიხვდა და გაანალიზა რაც ხდებოდა და პირიქით, გვერდში დამიდგა", - ამბობს 45 წლის იტალიელი მედდა

”მე შეიძლება ერთ წუთში დავინფიცირდე სამსახურში”, - თქვა კონტემ. 

მედდა და მისი შვილი სახლში პირბადითა და ხელთათმანებით გადაადგილდებიან. ასე კონტე ცდილობს, საკუთარი შვილი ვირუსისგან დაიცვას. 

”რამოდენიმე დღე ის სამუშაოს დასრულების შემდეგ ცოტათი განადგურებულია. მე ვამაყობ მისით, ძალიან ვამაყობ. ის წინა ხაზზეა", - ამბობს ანდრეა.

როგორია იტალიელი მედდის ერთი დღე, Associated Press- ის ფოტოგრაფმა შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. 

დილის ექვსი საათი, მედდა საუზმობს

შვილის საძინებელში ტოვებს წერილს

ემზადება ინფიცირებულ პაცინტებთან წასასვლელად

წერს დაფაზე ექიმებთან ბრიფინგის შესახებ

იბარებს პაციენტებს და მის მონაცემებს

შედის პაციენტებთან

ცდილობს დაისვენოს

ის ზის მოწყენილი, რადგან გაარკვია რომ მისი პაცინეტის გადარჩენის შანსი არ არის

განიხილავს მდგომარეობას ექიმებთან ერთად

დაასრულა სამსახური

ვახშამზე შვილთან ერთად, ტელევიზორის ყურება ერთად

პაციენტის ქალიშვილს ეკონტაქტება მდგომარეობის გასაგებად

ცრემლს იწმენდს, რადგან მისი პაციენტი ვერ გადარჩა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system