თავში

იტალიელმა ჩოგბურთის მწვრთნელმა 16 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა

იტალიელმა ჩოგბურთის მწვრთნელმა 16 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა
იტალიელმა ჩოგბურთის მწვრთნელმა 16 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა

იტალიელმა ჩოგბურთის მწვრთნელმა, 46 წლის ჯიანლუკა მოსარელამ დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს და ისმის თუ როგორ ეუბნება ის 16 წლის გოგონას სექსუალური სახის შემავიწროვებელ ფრაზებს, დისკვალიფიკაცია მიიღო.

ვიდეო გასულ კვირას ფლორენციაში მამაკაცთა ტურნირის დროს არის გადაღებული. მატჩში პორტუგალიელი პედრო სოუსა და იტალიელი ენრიკო დალა ვალე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ვიდეოში ხმამაღლა ისმის, როგორ ეძახის მწვრთნელი გოგონას „ძალიან სექსუალური ხარ, ფანტასტიკურად გამოიყურები“. შემდეგი სეტის დროს ის კითხვების დასმას აგრძელებდა და გოგონას უმეორებდა „ კარგად ხარ? გცხელა? ფიზიკურად, ემოციურად, ან იქნებ ორივე? შენ ვეღარ გაუმკლავდები ამას“

ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციამ, ATP-მა განაცხადა, რომ საქმის გარკვევისთანავე მოსარელა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს და კონტრაქტი შეუწყვიტეს, შემდეგ კი გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system