თავში

იტალიელმა სხეული შავი ტატუთი დაფარა - PHOTO

იტალიელმა სხეული შავი ტატუთი დაფარა - PHOTO
იტალიელმა სხეული შავი ტატუთი დაფარა - PHOTO

იტალიელმა ნიკოლო სავერინომ, რომელიც თავს მუტანტად თვლის, გადაწყვიტა, სხეული შავი ტატუთი დაეფარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

გარდა ამისა, მამაკაცმა შუბლში "რქები" ჩაისვა, ენა გაიჭრა, პირსინგი გაიკეთა და ყურების ნაწილი მოიჭრა.

27-წლის სავერინო აკრობატად მუშაობს. სხეულის ტრანსფორმაცია მან 18 წლის ასაკში დაიწყო.

დღესდღეობით შავი ტატუთი მამაკაცის სხეულის 70 პროცენტია დაფარული. სავერინო ამბობს, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სხეულის მოდიფიკაციას გააგრძელებს.

მისი თქმით, ოჯახი და მეგობრები მას მხარს უჭერენ და ამხნევებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system