თავში

იტალიის ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
იტალიის ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა იტალიის ქალაქ ბრინდისიში. იქ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. ექსპერტები მის გაუვნებელყოფას ცდილობენ. მაცხოვრებლები ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში გადაიყვანეს, სადაც უსაფრთხოება გარანტირებული იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინცინდენტის შედეგად ქალაქის მოსახლეობის 60 პროცენტს მოუხდა საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის დატოვება. ეს იტალიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი ევაკუაცია იყო.

სამართლდამცველების ცნობით, მეორე მსოფლიო ომის დროიდან შემორჩენილ ბომბს დეაქტივაციას ჩაუტარებენ და შემდეგ, სპეციალიზებულ ტერიტორიაზე გადაიტანენ სრული გაუვნებელყოფისთვის. ექსპერტების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქში ბრიტანელებმა 1941 წელს შეიტანეს. ის 40 კილოგრამ დინამიტს შეიცავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიის ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა. ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ, ტურინსა და ბოლზანოში მოქალაქეებს ტერიტორია იგივე მიზეზით - ბომბის აღმოჩენის გამო დაატოვებინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system