თავში

იტალიის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ მიეწოდება

იტალიის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ მიეწოდება
იტალიის მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ მიეწოდება

იტალიის ხელისუფლება მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას გეგმავს. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"ვაქცინების შეძენა იქნება ცენტრალიზებული და იტალიელებს ვაქცინა უფასოდ მიეწოდებათ. ვაქცინა არ შეიძლება იყოს პრივილეგია/ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა დაადასტურა, რომ იტალია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 60 მილიონ დოზას მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ Pfizer BioNTech-სა და Moderna-სგან ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანას იანვარში მიეწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system