თავში

იტალიის მთავრობას ახალი კრიზისი აქვს

იტალიის მთავრობას ახალი კრიზისი აქვს
იტალიის მთავრობას ახალი კრიზისი აქვს

იტალიის მმართველი კოალიცია დაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ Еuronews ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. ის და იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე ვერ თანხმდებოდნენ, როგორ უნდა დახარჯულიყო ევროკავშირის ფონდები პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

იტალიამ ევროკავშირის 750 მილიარდი ევროს სტიმულირების პაკეტიდან მეოთხედზე მეტი უნდა მიიღოს. რენცის სურდა, რომ ქვეყანას "ევროპის სტაბილურობის მექანიზმი" გამოეყენებინა, რომელიც წევრი ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯებს იაფი სესხებით აფინანსებს. ჯუზეპე კონტე კი თვლიდა, რომ ეს ქვეყნის ვალების ზრდას გამოიწვევს.

მატეო რენციმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პარტია, "იტალია ვივა" სამთავრობო კოალიციიდან გავიდა. მას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მისი გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system