თავში

იტალიის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება
იტალიის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 12 აპრილიდან რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე რეგიონი, რომელიც ამჟამად "წითელ ზონად" არის გამოცხადებული, "ნარინჯისფერ ზონად" გადაკეთდება. 

შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება ლომბარდიაში, პიემონტში, ფრიული-ვენეცია-ჯულიაში,  ემილია რომანიაში, ტოსკანასა და კალაბრიაში. აღნიშნულ რეგიონში კვლავ გაიხსნება მაღაზიები, თუმცა ბარები და რესტორნები დახურული დარჩება.

იტალიაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 113 579 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 3 736 526-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system