თავში

იცავს თუ არა ანტისხეულები COVID-19-ის ახალი შტამისგან?

იცავს თუ არა ანტისხეულები COVID-19-ის ახალი შტამისგან?
იცავს თუ არა ანტისხეულები COVID-19-ის ახალი შტამისგან?

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, COVID-19-ის გამოჯანმრთელების შემდეგ შეძენილი იმუნიტეტი "წაულების" კორონავირუსისგან არ იცავს. 

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორის ანჩა ბარანოვას განცხადებით, წაულებში კორონავირუსის მუტაციის შესახებ  სამეცნიერო ნაშრომი მზადების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება. 

წინასწარი შეფასებით, მეცნიერები თვლიან, რომ ცხოველური ორგანიზმებისგან მიღებული ვირუსის ახალი შტამი ძველისგან განსხვავდება.

"ამ მუტაციების მქონე შტამს შეუძლია უფრო მეტი რაოდენობით ვირუსის გამოყოფა", - განაცხადა ბარანოვამ.

მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ანტისხეულები ვერ ახდენენ ახალი მუტაცირებული ვირუსის განეიტრალებას.

გამოცემა Nature აღნიშნავს, რომ წაულიდან კორონავირუსის ადამიანზე გადასვლის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს 23 მუტაცია, რომლებიც დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ წარმოიშვა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ვირუსი ახალ მასპინძელს სწრაფად ეგუება. 

მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად მთავარ იმედებს სწორედ ანტისხეულებზე ამყარებენ. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც დანიაში წაულებში კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, ეს ცხოველები მთელი ქვეყნის მასშტაბით დახოცეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დანიის გარდა, წაულების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი კიდევ 5 ქვეყანაში ფიქსირდება.

აგვისტოს შემდეგ აშშ-ში კორონავირუსით 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, რის გამოც ათობით ფერმაში კარანტინია გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system