თავში

იუან მაკგრეგორი სერიალში "Halston" მთავარ როლს შეასრულებს - VIDEO

​იუან მაკგრეგორი სერიალში "Halston" მთავარ როლს შეასრულებს
იუან მაკგრეგორი სერიალში Halston მთავარ როლს შეასრულებს - VIDEO

მსახიობი იუან მაკგრეგორი Netflix-ის ახალ სერიალში ამერიკელი დიზაინერის, როი ჰალსტონ ფროუიკის როლს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Blueprint ავრცელებს.

პროექტის რეჟისორი დენიელ მინეჰენი იქნება. ის "ამერიკული დანაშაულის ისტორიის" მეორე სეზონზე მუშაობდა. პროდიუსერობას სერიალს რაიან მერფი გაუწევს.

დიზაინერს ცნობადობა ჟაკლინ კენედის თავსაბურავმა მოუტანა, რომელიც მას აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე 1961 წელს ეხურა. პოპულარობის პიკს კი 70-იან წლებში მიაღწია, როდესაც ქაშმირის კაბები და ნივთები ნიუ-იორკის ყველა წვეულების საშვი იყო.

დიზაინერის კარიერა ხმაურიანი წვეულებებისა და ნარკოტიკებისადმი სიყვარულის გამო ინგრეოდა. როი ჰალსტონ ფროუიკი შიდსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

სერიალ "Halston-ის" პრემიერა Netflix-ზე 2021 წელს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system