თავში

კორონავირუსზე აცრილები ლუდით დაჯილდოვდებიან

​კორონავირუსზე აცრილები ლუდით დაჯილდოვდებიან
კორონავირუსზე აცრილები ლუდით დაჯილდოვდებიან

აშშ-ის ნიუ-ჯერსის გუბერნატორი შტატის მცხოვრებლებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს, უფასო ლუდს სთავაზობს. ამის შესახებ გუბერნატორმა Twitter-ის გვერდზე დაწერა. "ნიუ-ჯერსის ნებისმიერი მცხოვრები, ვინც მაისის განმავლობაში ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებს, მიიტანს დამადასტურებელ დოკუმენტს პროგრამაში მონაწილე ლუდის ბარში, უფასო ლუდს მიიღებს", - ნათქვამია ფილ მერფის შეტყობინებაში.

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ აქციაში მონაწილეობა შტატის მხოლოდ 21 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ. ნიუ-ჯერსის ხელისუფლება ივნისის დასასრულამდე 4,7 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს. ამ დროისთვის შტატში 3,2 მილიონი მცხოვრებია აცრილი.

ოპონენტების ნაწილმა მერფი მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა და მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

აშშ-ში ამ დროისთვის 245 მილიონმა მოქალაქემ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system