
გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, სადაც პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.
"იუნისეფი" აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია.
ორგანიზაციაში შეფასებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია.