თავში

იუთუბის ვიდეოს გამო 21 წლის აქტივისტს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - VIDEO - PHOTO

იუთუბის ვიდეოს გამო 21 წლის აქტივისტს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - VIDEO - PHOTO
იუთუბის ვიდეოს გამო 21 წლის აქტივისტს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - VIDEO - PHOTO

მოსკოვის სასამართლომ 21 წლის სუტდენტი ეგორ ჟუკოვი ექსტრემისტულ მოწოდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

პროცესის მიმდინარეობისას მოსკოვის სასამართლოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ჟუკოვის დაკავებას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: “სირცხვილია“; “გაამართლე“; “ეს არა სასამართლო, არამედ აბსურდია"! 

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟუკოვმა თქვა, რომ მის სასჯელს პოლიტიკური მოტივი აქვს, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ არ ეშინია და სამოქალაქო აქტივიზმის შეწყვეტას არ აპირებს. 

“იმედია, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაში გადაიზარდა. თუ ისინი თვლიან, რომ მე სამოქალაქო აქტივიზმს შევწყვეტ, come on!  - თქვა ჟუკოვმა.

ეგორ ჟუკოვს თავდაპირველად მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.კერძოდ, ის საპორტესტო აქციების "მიმართულების მიცემისთვის" დააკავეს. ბრალდების ვერსიით, ჟუკოვი მოსკოვის 27 ივლისის აქციებს ორგანიზებას უწევდა და მიმართულებას აძლევდა.  

თუმცა, შემდგომ, ეს ბრალდება სხბა ბრალდებიოთ შეუცვალეს. მას ახლა ექსრემისტული ქმედებებისკენ მოწოდებაში ედება ბრალი. პროკურატურა ამბობდა, რომ აღნიშნულ მოწოდებებს ჟუკოვი იუთუბის ბლოგზე აქვეყნებდა.

ჟუკოვს გამომძიებლები 4 ვიდეოს გამო ედავებოდნენ, სადაც ის პროტესტის ფორმებსა და სისტემასთან ბრძოლაზე საუბრობდა. ამ ვიდეოებს ექსპერტიზაც კი ჩაუტარდა, რომლის თანახმადაც, ჟუკოვი ვიდეოებში ამჟღავნებდა სიძულვილს რუსეთის ხელსუფლებისა და კონსტიტუცური წყობის მიმართ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system