თავში

ივანო-ფრანკოვსკის მერი საჯარო "გაროზგვის" დაკანონებას ითხოვს

ივანო-ფრანკოვსკის მერი საჯარო "გაროზგვის" დაკანონებას ითხოვს
ივანო-ფრანკოვსკის მერი საჯარო გაროზგვის დაკანონებას ითხოვს

უკრაინის ქალაქის, ივანო-ფრანკოვსკის მერი რუსლან მარცინკივი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით ვანდალებს "შუა მოედანზე" გაროზგავენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ ქუჩაზე ლამპიონებს ამსხვრევდა და ერთ-ერთი დაწესებულების საზაფხულო მოედანს.

"ვფიქრობ, რომ ხულიგნები უნდა დაისაჯონ. მალე და საჯაროდ. მე თუ მკითხავთ, სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანდი ცვლილებებს, რომ სასჯელის ერთ-ერთი სახეობა შუა მოედანზე შიშველ საჯდომზე გაროზგვა იქნებოდა", - განაცხადა მერმა.

მერი დარწმუნებულია, რომ საჩვენებელი დასჯა ყველაზე ეფექტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system