თავში

ივლისში ლიეტუვაში ბელარუსის გავლით 2600-ზე მეტი უკანონო მიგრანტი ჩავიდა

​ივლისში ლიეტუვაში ბელარუსის გავლით 2600-ზე მეტი უკანონო
ივლისში ლიეტუვაში ბელარუსის გავლით 2600-ზე მეტი უკანონო მიგრანტი ჩავიდა

ივლისის დასაწყისიდან ბელარუსის ტერიტორიიდან ლიეტუვაში 2600-ზე მეტი უკანონო მიგრანტი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში 137 მიგრანტი დააკავეს. აქედან 106-ს ერაყის მოქალაქეების საბუთები აღმოჩნდა.

ივლისის განმავლობაში ჩასული მიგრანტების უმეტესობა, 2111 ადამიანი ერაყელია. 191 ადამიანი კონგოდანაა, 129 - კამერუნიდან, 89 - რუსეთსა და სირიიდან, 85 - ირანიდან, 79 გვინეიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. უმეტესობას ლიეტუვიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრის იმედი ჰქონდა", - აღნიშნეს უწყებაში.

წლის დასაწყისიდან ლიეტუვაში 3282 უკანონო მიგრანტი ჩავიდა, რაც 40-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system