თავში

იზმირში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

​იზმირში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა
იზმირში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-6 დღეს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Sabah ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა 17 დანგრეული შენობის ადგილას სამუშაოები დაასრულა. უახლოეს მომავალში ნანგრევების გატანას სპეციალური ტექნიკა დაიწყებს.

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 1034-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

მთლიანად დანგრეული ან სერიოზულად დაზიანებულია 41 შენობა, - 1 041 ნაწილობრივ დაზიანდა. 

6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა და 19ადამიანი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system