თავში

იზოლაციაში მყოფ იტალიას ბონო სიმღერას უძღვნის - VIDEO

იზოლაციაში მყოფ იტალიას ბონო სიმღერას უძღვნის
იზოლაციაში მყოფ იტალიას ბონო სიმღერას უძღვნის - VIDEO

ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი, მომღერალი და ჯგუფ U2-ს წევრი ბონო, კორონავირუსთან დაკავშირებით, ტოტალურ იზოლაციაში მყოფ იტალიას სიმღერას უძღვნის. ეს პირველი სიმღერაა მუსიკოსის შემოქმედებაში სამწლიანი პაუზის შემდეგ. 

ვიდეო მომღერალმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ბონო წერს, რომ იგი იტალიელებმა შთააგონეს და სიმღერა ეძღვნება „ყველა იტალიელს.. ყველა ირლანდიელს.. ნებისმიერს, რომელიც ამ წმინდა პატრიკის დღეს რთულ ვითარებაში იმყოფება და მაინც მღერის. ეძღვნება ექიმებს, ექთნებს, მომვლელებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ეს ხართ თქვენ, ვისთვისაც ჩვენ ვმღერით“, - წერს ბონო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system