თავში

ჯაჭვით დაბმული, ნაცემი და ნაწამები ბავშვები ისლამურ სკოლებში - PHOTO - VIDEO

​ჯაჭვით დაბმული, ნაცემი და ნაწამები ბავშვები ისლამურ სკოლებში
ჯაჭვით დაბმული, ნაცემი და ნაწამები ბავშვები ისლამურ სკოლებში - PHOTO - VIDEO

BBC News Arabic-მა სუდანის რელიგიურ სკოლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიება დაასრულა. მედიასაშუალების მიერ მოპოვებული და გადაღებული ფაქტები შემზარავია. რელიგიურ სასწავლებლებში 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს ჯაჭვები ფეხებზე აქვთ გამობმული და ისინი ერთმანეთზე გადაბმული ჰყავთ. სკოლებში ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ, სასტიკად, ხშირად სიკვდილამდე სცემენ და აწამებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

ისლამური სკოლები - ე.წ. ხალვა - სუდანში საუკუნეებია არსებობს და მოზარდებზე ძალადობის, წამებისა და მათი ექსპლუატაციის მახინჯი პრაქტიკა ამ დრომდე თითქმის უცვლელი რჩება. ბავშვები გაკვეთილზეც ჯაჭვით დაბმულები სხედან. ხალვას რაოდენობა სუდანის მასშტაბით 30 000-ზე მეტია. სკოლებში მოზარდებს საკვებსა და საცხოვრებელს უფასოდ აძლევენ და ღარიბი ოჯახების მშობლებს, ხშირად, შვილები სახელმწიფო სკოლების ნაცვლად ხალვაში შეჰყავთ.

სტატიაში მოყვანილია არაერთი მოზარდის ისტორია, რომლებიც ისე იყვნენ ნაცემი და ნაწამები, რომ ზურგზე ტყავი ჰქონდათ გადაცლილი და ღრმა იარებიდან ხერხემალი უჩანდათ. ისინი დღეების განმავლობაში, საჭმელ-სასმელის გარეშე ჰყავდათ დამწყვდეული და შოლტით სცემდნენ.

სკოლის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ბავშვების ცემა და მათი ეგრეთ წოდებულ საპატიმროებში გამოკეტვა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ბავშვების ჯაჭვით დაბაში არაფერი უჩვეულო არ არის და ამ ტრადიციაზე უარის თქმას არ აპირებენ.

სუდანის 2018 წლის რევოლუციის შემდეგ მოსახლეობას რეფორმებისა და ცვლილებების იმედი გაუჩნდა, თუმცა ქვეყანაში რეალურად არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი დაზარალებული მოსწავლის მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს, მაგრამ გამოძიება გაჭიანურებულად მიმდინარეობს, რადგან ეჭვმიტანილები პროცესზე ჯერ არ გამოცხადებულან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system