თავში

"ჯადოსნური ცხოველები 3-ის" გადაღებები COVID-19-ის გამო შეჩერდა

​"ჯადოსნური ცხოველები 3-ის" გადაღებები COVID-19-ის გამო შეჩერდა
ჯადოსნური ცხოველები 3-ის გადაღებები COVID-19-ის გამო შეჩერდა

"ჯადოსნური ცხოველების" მესამე ნაწილის გადაღებები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს, დროებით შეჩერდა. მიზეზი გადამღები ჯგუფის წევრის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის დაუდასტურდა COVID-19.

სტუდია Warner Bros.-ის განცხადებით, ამჟამად ინფიცირებული თვითიზოლაციაშია. გადაღებები უსაფრთხოების ზომების დაცვით აღდგება.

"ჯადოსნური ცხოველების" მესამე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 15 ივლისს იგეგმება. მასში მონაწილეობას ჯუდ ლოუ, ედი რედმეინი, ეზრა მილერი და კეტრინ უოთერსონი თამაშობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system