თავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60-ზე მეტ ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60-ზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 60-ზე მეტ ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის

მსოფლიოში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის გლობალური დეფიციტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ექიმებისთვის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გაგზავნას კიდევ 60 ქვეყანაში გეგმავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს ჟენევაში გამართულ მედია ბრიფინგზე განაცხადა.

"მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსისაგან დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობასთან ჩვენი კოლექტივისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თითქმის 2 მილიონი ინდივიდუალური დამცავი მოწყობილობა 74 ქვეყანას უკვე გადაუგზავნია, რომელსაც ამ პერიოდში ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახლა კი მსგავსი რაოდენობის პროდუქტის გაგზავნას კიდევ 60 ქვეყანაში ვაპირებთ. პრობლემის მოგვარება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და სოლიდარობითაა შესაძლებელი", - განაცხადა გებრეისუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system