თავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: გლობალური პანდემია გამორიცხული არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: გლობალური პანდემია გამორიცხული არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: გლობალური პანდემია გამორიცხული არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პასუხისმგებელი პირებისთვის კორონავირუსი, ამ ეტაპზე, სრულიად „შეუსწავლელი ტერიტორიაა“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც დღემდე თავს იკავებდა COVID-19-ის მსოფლიო საფრთხედ კლასიფიკაციისგან, დღეს აცხადებს, რომ გლობალური პანდემია გამორიცხული არ არის.

კრონავირუსმა გააფართოვა საზღვრები ევროპაში. 2 მარტს პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსი 73 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა მოდებული. ის ფაქტობრივად მთელ დედამიწაზე ვრცელდება, ანტარქტიდის გარდა და დააინფიცირა 90000-ზე მეტი ადამიანი. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით მსხვერპლთა რიცხვი 3 000-ს გადასცდა. ვირუსისგან მთელ მსოფლიოში 45 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system