თავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვირუსმა კარზე მოგვიკაკუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვირუსმა კარზე მოგვიკაკუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნის გაზრდისაკენ მოუწოდა. 

"კორონავირუსმა უკვე კარზე მოგვიკაკუნა", - განაცხადეს ორგანიზაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ოფიციალური პირები, იტალიაში, რომში იყვნენ, რომ იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინათ და მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. სიტუაციას კი მათ ”საკმაოდ ძლიერი” უწოდეს. ხოლო ირანში დაგეგმილი ვიზიტი კი გადაიდო და მისი ახლიდან დაგეგმვის თარიღზე ინფორმაცია ჯერ არ აქვს. 

"ბევრ ქვეყანას მზად აქვს "პანდემიური გეგმები" და ზოგიერთმა შეიძლება მათი გათვალისწინებით იმოქმედოს. ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა, დიდი განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. მაგალითად, ისეთს, როდესაც მან 30 იანვარს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა", - განაცხადა ლინდმეიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system