თავში

ჯანმო: 2021 წლის დასაწყისისთვის ევროპას COVID-19-ის მესამე ტალღა მოელის

ჯანმო: 2021 წლის დასაწყისისთვის ევროპას COVID-19-ის მესამე ტალღა მოელი
ჯანმო: 2021 წლის დასაწყისისთვის ევროპას COVID-19-ის მესამე ტალღა მოელის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა COVID-19-ის საკითხებში, დევიდ ნაბარომ, 2021 წლის დასაწყისისთვის, პანდემიის მესამე ტალღა იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ნაბაროს განცხადებით, თუ მთავრობები საჭირო ზომებს არ მიიღებენ ევროპას პანდემიის მესამე ტალღა მოელის.

”მთავრობებმა ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა მეორე ტალღა მიმდინარეობს. თუ ისინი არ შექმნიან საჭირო ინფრასტრუქტურებს, მომავალი წლის დასაწყისში მესამე ტალღას უნდა ველოდოთ”, - აცხადებს ნაბარო.

დევიდ ნაბარო აღნიშნავს, რომ საჭიროა ხელისუფლება პანდემიას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და შეზღუდვები გაამკაცროს. მან მაგალითად შვეიცარია მოიყვანა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა, ხოლო ავსტრიაში, პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, სათხილამურო ტრასები დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system