თავში

ჯანმო: აფრიკაში ებოლას აფეთქების საფრთხეა

​ჯანმო: აფრიკაში ებოლას აფეთქების საფრთხეა
ჯანმო: აფრიკაში ებოლას აფეთქების საფრთხეა

აფრიკულ ქვეყნებში ებოლას ცხელების ახალი აფეთქებებია მოსალოდნელი, რის გამოც მასშტაბური ვაქცინაციაა საჭირო. ამის შესახებ კონგოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნგოი ნსენგა აცხადებს.

მისი თქმით, დაავადების გავრცელების პრევენცია შესაძლებელია.

"ვაქცინაცია, პრობლების გადაჭრის, უდავოდ, კარგი საშუალებაა.ამჟამად ვაქცინას იღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი, როდესაც აფეთქება ფიქსირდება", - განაცხადა მან.

ნსენგამ აღნიშნა, რომ ამჟამად ებოლას აფეთქება მასშტაბურობით არ ხასიათდება, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ კონგო მას ვერ მოერიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლას გავრცელების შესაკავებლად ყველაფერს აკეთებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system