თავში

ჯანმო ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევებზე საუბრობს

ჯანმო ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევებზე საუბრობს
ჯანმო ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევებზე საუბრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვების ჯერჯერობით უცნობი, მრავალსისტემური ანთებითი სინდრომით დაავადების შემთხვევების შესახებ მოკლე მოხსენება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაავადების კლასტერები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქსირდება. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპისთვის სინდრომის შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვება "გადაუდებელი საჭიროებას" წარმოადგენს.

”ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზებისა და შემდგომი მკურნალობის გზების დასადგენად, აუცილებელია მის შესახებ მეტი მონაცემების შეგროვება. დაავადების გეოგრაფიული განაწილების სრული სპექტრი ჩვენთვის უცნობია, ის ვრცელდება  ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა, შესაძლოა დაავადების შემთხვევები სხვა რეგიონებშიც ფიქსირდებოდეს", - ნათქვამია მოხსენებაში.

ჯანმო ასევე განმარტავს, რომ დაავადება ძირითადად 19 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, რომელთაც  სამი დღის განმავლობაში ცხელება აღენიშნებათ. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მას თან ახლავს გამონაყარი, ჰიპოტენზია, შოკი, მიოკარდიუმის დისფუნქცია, დიარეა, ღებინება ან ანთების ნიშნები.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან არის დაკავშირებული 200-ზე მეტი ბავშვია ინფიცირებული

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბავშვებში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კორონავირუსის პანდემიასთან ფიქსირდება ევროპაშიც.

საფრანგეთში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი და COVID-19 დაუდასტურდა.

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system