თავში

ჯანმო: ჩინეთსა და მონღოლეთში შავი ჭირის აფეთქებები საშიში არ არის

​ჯანმო: ჩინეთსა და მონღოლეთში შავი ჭირის აფეთქებები საშიში არ არის
ჯანმო: ჩინეთსა და მონღოლეთში შავი ჭირის აფეთქებები საშიში არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ შავი ჭირის აფეთქებები, რომლებიც ჩინეთსა და მონღოლეთში ფიქსირდება, საშიში არ არის. სპეციალისტები სიტუაციას აკვირდებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

"ახლა, ჩინეთისა და მონღოლეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ჩვენ აფეთქებას ვაკვირდებით. ამჟამად არ ვთვლით, რომ რისკი მაღალია", - განაცხადა მან. 

6 ივლისს მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში შავი ჭირის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.

2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ორ რაიონში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აქ შავი ჭირის აფეთქება დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში შავი ჭირის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system