თავში

ჯანმო: COVID-19 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი

ჯანმო: COVID-19 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი
ჯანმო: COVID-19  10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ღორის გრიპი, რომელსაც ასევე უწოდებენ H1N1, რამაც 2009 წელს გლობალური პანდემია გამოიწვია.

”ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის სასიკვდილოა, 10-ჯერ უფრო სასტიკი, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია". - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ვირუსის შეჩერებას დიდი დრო სჭირდება, რადგან იგი ნელი ტემპით იკლებს. 

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას, დაახლოებით, 12-18 თვე დასჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system