თავში

ჯანმო COVID-19-ის "ბრიტანული შტამის" მაღალი სიკვდილიანობის მიზეზს ასახელებს

ჯანმო COVID-19-ის "ბრიტანული შტამის" მაღალი სიკვდილიანობის მიზეზს ასახ
ჯანმო COVID-19-ის ბრიტანული შტამის მაღალი სიკვდილიანობის მიზეზს ასახელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დაავადებების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის მარია ვან კერხოვეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი "ბრიტანული შტამით" გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობით იყოს გამოწვეული.

”ვირუსის გადაცემის გაზრდილი სიჩქარე, ინფიცირების უფრო მეტ შემთხვევას განაპირობებს. აშკარაა, რომ რაც უფრო მეტია ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა, მით უფრო გადატვირთულია ჯანდაცვის სისტემა და მით უფრო იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც", - განაცხადა ვან კერხოვემ ჯანმო-ს ბრიფინგის დროს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 22 იანვარს განაცხადა, რომ კორონავირუსი "ბრიტანული შტამით" ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ით უფრო მეტია.

კორონავირუსის "ბრიტანული შტამის" შესახებ პირველი განცხადება 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მეთ ჰანკოკმა გამოაქვეყნა.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ახალი მუტაცია ბავშვებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" ვარიანტი უკვე ნაპოვნია 60 ქვეყანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system