თავში

ჯანმო: COVID-19-ის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი სახეობა უფრო გადამდებია

​ჯანმო: COVID-19-ის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი სახეობა უფრო გადამ
ჯანმო: COVID-19-ის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი სახეობა უფრო გადამდებია

COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კორონავირუსის საკითხებში დევიდ ნავარომ Sky News-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ტიპის ვირუსი საშიშად არ გამოიყურება.

”მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს გაერთიანებულ სამეფოში ვირუსთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტებს რადიკალურად არ შეცვლის”, - განაცხადა ნავარომ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხალხს პანდემიასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ამასან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერკხოვეს თქმით, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ COVID-19 ახალი მუტაცია ვირუსის სტრუქტურაზე. სერიოზულად მოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system