თავში

ჯანმო COVID-19-ის გამოძიებას მეცნიერების ახალ ჯგუფს დაავალებს

​ჯანმო COVID-19-ის გამოძიებას მეცნიერების ახალ ჯგუფს დაავალებს
ჯანმო COVID-19-ის გამოძიებას მეცნიერების ახალ ჯგუფს დაავალებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების განახლებას მეცნიერთა ახალი გუნდის მონაწილეობით აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

"დრო იმის დასადგენად, თუ როგორ დაიწყო პანდემია, რომელმაც მთელ მსოფლიოში 4,7 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, იწურება", - აცხადებენ ჯანმო-ში.

არსებული ინფორმაციით, ახალ გუნდში 2-მდე მეცნიერი შევა, მათ შორის ლაბორატორიული უსაფრთხოების და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტები, ასევე გენეტიკა და ცხოველთა დაავადებების ექსპერტები.

ისინი ვირუსის წარმოშობის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებას ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში დაიწყებენ.

ჯანმო-ს ექსპერტებმა მსგავსი კვლევა უკვე ჩაატარეს და ჩინეთის ქალაქ ვუჰანშიც ჩავიდნენ, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემია წარმოიშვა. გამოძიების განახლება განპირობებულია იმით, რომ ჩინელი მეცნიერებისგან მიღებული მონაცემები კორონავირუსის წარმოშობის კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system