თავში

ჯანმო: COVID-19-ის კარანტინი ეტაპობრივად უნდა მოიხსნას

ჯანმო: COVID-19-ის კარანტინი ეტაპობრივად უნდა მოიხსნას
ჯანმო: COVID-19-ის კარანტინი ეტაპობრივად უნდა მოიხსნას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნებმა, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს, შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე ორი კვირა მაინც უნდა დაიცადონ. ეს პერიოდი მათ შედეგების შეფასების საშუალება მისცემს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემსუბუქების პერიოდში, თითოეულმა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ვირუსის კონტროლი, მისი გადაცემის ლიკვიდაცია, ან მინიმალიზაცია და მზად იყოს ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებისთვის.

გარკვეული ქვეყნები, მათ შორის ისინი, ვისი ეკონომიკაც ძალიან დაზარალდა კორონავირუსისგან, შეზღუდვების შემსუბუქებას და ცხოვრების ნორმალურ წესთან დაბრუნებას გეგმავენ. ჯანმო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ნელ-ნელა, ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გადაიდგას. ახალი აფეთქების რისკების შესამცირებლად, შემსუბუქების თითოეულ ფაზას შორის მინიმუმ 2 კვირიანი შუალედი უნდა იყოს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system