თავში

ჯანმო COVID-19-ის "მიუ" შტამს შეისწავლის

ჯანმო COVID-19-ის "მიუ" შტამს შეისწავლის
ჯანმო COVID-19-ის მიუ შტამს შეისწავლის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც კოლუმბიაში დაფიქსირდა, ბერძნული ასოს იდენტიფიკაცია მიანიჭა. 

ახლა უკვე "მიუ" შტამის სახელით ცნობილი კორონავირუსის  მუტაცია პირველად 2021 წლის იანვარში, კოლუმბიაში დააფიქსირეს. 

ამჟამად მსოფლიოში "მიუ" შტამით სულ 3,7 ათასი ადამიანი დაავადდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში.

კოლუმბიაში, მიუ ვარიანტი დომინირებს და COVID-19– ს გამოვლენილი შემთხვევების 39%-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, შტამი უკვე ნაპოვნია ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system