თავში

ჯანმო: COVID-19-ის პირველი ვაქცინა, შესაძლოა, შემოდგომაზე იყოს

ჯანმო: COVID-19-ის პირველი ვაქცინა, შესაძლოა, შემოდგომაზე იყოს
ჯანმო: COVID-19-ის პირველი ვაქცინა, შესაძლოა, შემოდგომაზე იყოს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტი და იტალიური კომპანია Irbm-ი ერთდროულად მუშაობენ, ხელმისაწვდომი, შესაძლოა, უკვე შემოდგომაზე, ან ზამთარში იყოს. ამის შესახებ განცხადება იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვალტერ რიჩარდიმ გააკეთა.

„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემოდგომა-ზამთარში ვაქცინის პირველი დოზები უკვე გვექნება, მათ შორის იტალიელებისთვისაც“, - განაცხადა მან.

რიჩარდის თქმით, ვაქცინის შემუშავების პროცესში ევროპა აშშ-ს უსწრებს და ბრიტანულ-იტალიური პრეპარატი შემუშავების მოწინავე პოზიციებზეა.

რაც შეეხება შემოდგომაზე ეპიდემიის მოსალოდნელ მეორე ტალღას, სპეციალისტის თქმით, ამის დადასტურებით თქმა არავის შეუძლია, თუმცა, ვირუსი ამ დროისთვის გამქრალი ნამდვილად არ იქნება. რიჩარდის თქმით, მსოფლიო ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

Irbm-ის გენერალური დირექტორის პიერო დი ლორენცოს განცხადებით, ვაქცინის გამოცდა, რომელშიც 510 მოხალისე მონაწილეობს, ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს და მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system