თავში

ჯანმო: COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ევროპაში უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე აშშ-ში

ჯანმო: COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ევროპაში უფრო სწრაფად იმატებ
ჯანმო: COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ევროპაში უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე აშშ-ში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (JHU) მონაცემებით, COVID-19-ის ახალი შემთხვევები ევროპაში გაცილებით მეტია, ვიდრე აშშ-ში.

მონაცემების თანახმად, ევროპაში აშშ-სთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 42%-ით მეტია.

13 ოქტომბერს აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური საშუალო მაჩვენებელი 49 542 იყო. ხოლო იმავე დღეს ხუთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ევროპულ ქვეყანაში - საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში ვირუსის ახალი შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 70,158 იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ევროპის ხუთი ქვეყნის მოსახლეობა 343 მილიონია, აშშ-ის მოსახლეობა კი 331 მილიონი.

ჯონ ჰოპკინსის მონაცემებით, ევროპაში ვირუსის მეორე ტალღა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთში, ბელგიასა და ჩეხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო ინდოეთსა და ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system