თავში

ჯანმო: COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მალე 10 მილიონს მიაღწევს

ჯანმო: COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მალე 10 მილიონს მიაღწევს
ჯანმო: COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მალე 10 მილიონს მიაღწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი შემდეგ კვირაში 10 მილიონს მიაღწევს.

„პანდემიის პირველ თვის განმავლობაში ინფიცირების 10 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გასული თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ოთხ მილიონს მიაღწია" განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. 

მისივე თქმით, ეს გამოსაფხიზლებელი შეხსენებაა, იმისთვის, რომ ორგანიზაციამ და მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

"ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვირუსის გადაცემა შევაჩეროთ და ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ" - განაცხადა გებრეისუსმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system