თავში

ჯანმო: COVID-19-ს სეზონური ხასიათი არ აქვს

​ჯანმო: COVID-19-ს სეზონური ხასიათი არ აქვს
ჯანმო: COVID-19-ს სეზონური ხასიათი არ აქვს

კორონავირუსის წელიწადის დროსთან კავშირი არ დასტურდება, - ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

"სეზონი, როგორც ჩანს, ვირუსის გავრცელებაზე ზეგავლენას არ ახდენს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამაზე ის მეტყველებს, რომ დაავადებამ მალე მოიცვა დედამიწის სხვადასხვა ნახევარსფეროები - ჩრდილოეთი და სამხრეთი. ეს კორონავირუსს გრიპისგან განასხვავებს.

"ჩვენ ვხედავთ გრიპის შემთხვევების რიცხვების ზრდას ზამთარში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზამთარია, ჩვენ COVID-19-ით ინფიცირების მაღალ დონეს ვხედავთ, თუმცა გრიპის მაღალ დონეს - არა", - განაცხადა მან.

ჰარისი აღნიშნავს, რომ დაავადების გავრცელება ადამიანების შეკრების მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

"იქ, სადაც ადამიანები მჭიდროდ კონტაქტობენ, ინტენსიურ გავრცელებას ვხედავთ", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, თუკი გრიპით სეზონური ინფიცირება კორონავირუსის გავრცელებას დაემთხვევა, ეს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებისთვის დამატებითი წნეხი იქნება. ამიტომ მან ყველას გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდა,

ამასთან, მარგარეტ ჰარისი თვლის, რომ ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ჯერ არ დამდგარა და ეს ფაზა პირველი ტალღის გაგრძელებაა მხოლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system