თავში

ჯანმო COVID-19 შტამების მარკირებას ბერძნული ასოებით მოახდენს

​ჯანმო COVID-19 შტამების მარკირებას ბერძნული ასოებით მოახდენს
ჯანმო COVID-19 შტამების მარკირებას ბერძნული ასოებით მოახდენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამიერიდან COVID-19 შტამების მარკირება ბერძნული ასოებით მოხდება. ამ გზით ორგანიზაციას სურს, თავიდან აიცილოს იმ ქვეყნების დისკრიმინაცია, სადაც ეს ვარიანტები პირველად დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია 4 საგანგაშო შტამზე, რომლებიც პირველად დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში (კენტი) (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკაში (B.1.351), ბრაზილიასა (P.1) და ინდოეთი (B .1.617.2).

მათ მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის რეკომენდაციით, რომ გამოყენებული იყოს "

ამიერიდან, WHO რეკომენდაციას უწევს მათ მარკირებას ბერძნული ანბანის ასოებით, შესაბამისად Alpha, Beta, Gamma და Delta.

ამასთან, დასახელებები B.1.1.7, B.1.351, P.1 და B.1.617.2 კვლევებში ისევ იქნება გამოყენებული, რადგან ისინი მნიშვნელოვან სამეცნიერო ინფორმაციას გადასცემს.

აღინიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლას, როდესაც შტამებს უწოდებენ "ბრიტანულს", "ინდურს" და ა.შ. ჯანდაცვის ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს ახდენს იმ ქვეყნების სტიგმატიზაციას, სადაც COVID-19-ის ვარიანტები პირველად გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system