თავში

ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

"ბევრმა ქვეყანამ აჩვენა, რომ COVID-19-ის კონტროლი ვაქცინის გარეშეც შესაძლებელია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. 

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგაც კი, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ტესტირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და დაავადების კონტროლის ერთ-ერთ ძირითად იარაღად დარჩება. 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის თითქმის ნახევარზე მეტი მსოფლიოს ოთხ ქვეყანაზე (აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა) მოდის. 

გარდა ამისა, გებრეისუსმა პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

"ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჯანმო-ს ახალი სახელმძღვანელო მითითებები ფიზიკური დატვირთვისა და მჯდომარე ქცევის შესახებ, კვირაში 150-დან 300 წუთამდე ზომიერ და ენერგიულ აქტივობას გულისხმობს. 

ყოველი მეოთხე ზრდასრული და ხუთიდან ოთხი მოზარდი ფიზიკურად საკმარისად არ იტვირთება.

COVID-19-ს მრავალი სახის შეზღუდვა მოჰყვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას შეუძლია დარჩეს აქტიური სახლის პირობებში", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system