თავში

ჯანმო COVID-ის წარმოშობის შესწავლისთვის ახალ ჯგუფს შექმნის

​ჯანმო COVID-ის წარმოშობის შესწავლისთვის ახალ ჯგუფს შექმნის
ჯანმო COVID-ის წარმოშობის შესწავლისთვის ახალ ჯგუფს შექმნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ საკონსულტაციო ჯგუფს ქმნის, რომელიც COVID-19-ის წარმოშობას გამოიძიებს. ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

”ახალი პათოგენების წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი საკონსულტაციო ჯგუფია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის პანდემიური პოტენციალის მქონე ახალი პათოგენების წარმოქმნის სისტემატური შესწავლის გლობალური ჩარჩოს შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი", - აღნიშნავენ ჯანმო-ში.

ორგანიზაციაში განმარტეს, რომ COVID-19-ის მიმართებაში ახალი ჯგუფი 2021 წლის მარტის ანგარიშში რეკომენდებული კვლევის სწრაფ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ახალ სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფთან ყველა წევრი ქვეყანა ითანამშრომლებს. ამასთან, ორგანიზაცია ინარჩუნებს იმედს, რომ ჩინეთში გაგრძელდება მისი მისია, რომელიც COVID-19-ს სწავლობს, ასევე სხვა მისიები, რომლებიც SARS-CoV, MERS-CoV, ფრინველის გრიპი, ლასასა და ებოლას ცხელების წარმომავლობას იკვლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system