თავში

ჯანმო: ევროპას COVID-19-ის ეპიდემიის ახალი ტალღა ელოდება

​ჯანმო: ევროპას COVID-19-ის ეპიდემიის ახალი ტალღა ელოდება
ჯანმო: ევროპას COVID-19-ის ეპიდემიის ახალი ტალღა ელოდება

ევროპაში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება, ევროპუს დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის 45 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემთხვევების მატებას ზაფხულის არდადეგების დასრულებას უკავშირებს. ასევე ეს შეზღუდვების შემსუბუქებითა და ადამიანების ყურადღების მოდუნებითაა განპირობებული. ორგანიზაციის დაკვირვებით, ევროპაში მეორე ტალღის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდებია.

"ახალი შემთხვევების უმეტესი წილი 25-დან 49 წლამდე ასაკზე მოდის. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ახალ შემთხვევებს შორის სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ და ახალგაზრდებს ხალხმრავალ შეკრებებსა და წვეულებებზე უარის თქმისკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system