თავში

ჯანმო: ევროპაში ახალი წლის შემდეგ კორონავირუსის აფეთქებაა მოსალოდნელი

​ჯანმო: ევროპაში ახალი წლის შემდეგ კორონავირუსის აფეთქებაა მოსალოდნელი
ჯანმო: ევროპაში ახალი წლის შემდეგ კორონავირუსის აფეთქებაა მოსალოდნელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო გაფრთხილებას აქვეყნებს. სპეციალისტების თქმით, ევროპაში ახალი წლის შემდეგ, პროფილაქტიკური ზომების სათანადოდ არ დაცვის შემთხვევაში, კორონავირუსის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"გარკვეული მცირე პროგრესის მიუხედავად, COVID-19 ევროპის რეგიონში ფართოდ და ინტენსიურად ვრცელდება. 2021 წლის პირველ კვირებსა და თვეებში შემდგომი აფეთქების მაღალი რისკი არსებობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების შეფასებით, ახალი წლის დღესასწაულებზე მთელ ევროპაში ყველა ასაკის ადამიანების, მათ შორის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და რელიგიური ჯგუფების დიდი შეკრებების რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნება.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველი ადამიანის ქმედებაზეა დამოკიდებული.

"სათანადოდ შეაფასეთ თქვენი გადაწყვეტილებები და ძალები - პირადი, ოჯახური ან საზოგადოებრივი - პანდემიის შემდგომი განვითარებასთან დაკავშირებული სიტუაციისთვის", - განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თუ ევროპაში ადამიანები მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ოჯახებთან ერთად პირბადეს არ ატარებენ და სხვა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, COVID-19-ის მესამე ტალღა დაფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system