თავში

ჯანმო: ევროპაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება

ჯანმო: ევროპაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება
ჯანმო: ევროპაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ისინი ეპიდემიის გავრცელების მხოლოდ საწყის სტადიაზე არიან. ასეთ პროგნოზს ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი თარიქ იაზარევიჩი იტალიის მაგალითზე დაყრდნობით აკეთებს.

იაზარევიჩის თქმით, პიკი იტალიაში ჯერ არ დამდგარა. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში დაღუპული პაციენტების უმეტესობა, ძირითადად, 2-3 კვირის წინ დაავადდა. მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება გამოჯანმრთელებული და დაღუპული პაციენტების რაოდენობაზე.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ ახალი შემთხვევების მკვეთრად ზრდამ, თითქმის შეუძლებელი გახადა მათი წარმომავლობისა და გავრცელების სავარაუდო გზების დადგენა. განსაკუთრებით დიდი პრობლემა შექმნა იმანაც, რომ, ჩრდილოეთ იტალიაში, ადამიანებს, მჭიდრო ეპიდემიოლოგიური კონტაქტები არ ჰქონიათ.

იაზარევიჩის თქმით, აფეთქებას იტალიაში გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში, რომლებიც ეპიდემიის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან, გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიზარდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო პანდემიის შესახებ 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში COVID-19-ი გავრცელებულია 157 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით ვირუსით დაავადდა 169610 ადამიანი, გარდაიცვალა 6518 და გამოჯანმრთელდა 77776 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system