თავში

ჯანმო ევროპაში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვის მომხრეა არაა

ჯანმო ევროპაში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვის მომხრეა არაა
ჯანმო ევროპაში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვის მომხრეა არაა

ევროკავშირი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვებს ამკაცრებს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილებაზე ფართო შეზღუდვების დაწესებას მხარს არ უჭერს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდასა და ახალი შტამების გაჩენას მოქალაქეების შეუზღუდავმა გადაადგილებამ შეუწყო ხელი და მიმოსვლაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ყველაზე მეტად დაინფიცირებული ტერიტორიების აღსანიშნავად ეგრეთ წოდებული "მუქი-წითელი ზონების" შემოღებას გეგმავენ. გერმანიამ, ფინეთმა, ჩეხეთმა და პორტუგალიამ უკვე დააწესეს ქვეყნებს შორის მიმოსვლაზე მკაცრი კონტროლი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საზღვრები განსაზღვრული რისკების პირობებში უნდა ჩაკეტოს, თუმცა ხელი არ უნდა შეუშალოსნმნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვას. მიუხედავად ახალი მუტაციების საფრთხისა, ჯანმო ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების მომხრე არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system