თავში

ჯანმო: ევროპაში პანდემიის დროს ზამთრის კურორტების გახსნა საფრთხეს წარმოადგენს

ჯანმო: ევროპაში პანდემიის დროს ზამთრის კურორტების გახსნა საფრთხეს წარმოადგენს
ჯანმო: ევროპაში პანდემიის დროს ზამთრის კურორტების გახსნა საფრთხეს წარმოადგენს

სათხილამურო სეზონის წინ ევროკავშირში დავა დაიწყო. ავსტრიამ და შვეიცარიამ, ტურიზმის ინდუსტრიის გადასარჩენად, კათოლიკური შობის წინა დღეს სათხილამურო გზისა და საბაგიროების ამოქმედება გადაწყვიტეს, თუმცა ცნობილია, რომ სტუმრებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. საფრანგეთი, გერმანია და იტალია ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყნების გააფრთხილა, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ტურისტებს პანდემიის დროს მთაში.

"დამსვენებლები, სავარაუდოდ, არ დაინფიცირდებიან ფერდობებზე თხილამურებით სრიალის დროს, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ტრანსპორტში და სასტუმროებში ხალხის გადატვირთულობის გამო. ჩვენ არ შეგვიძლია ვურჩიოთ ქვეყნებს სათხილამურო სეზონის გაუქმება, მაგრამ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ყველა რისკი, რომელიც ამ საქმიანობას უკავშირდება", - განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

იტალიის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ზამთრის კურორტის გახსნა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ სათხილამურო სეზონის გაუქმების შემთხვევაში ქვეყანა ტურიზმის ინდუსტრიას დაკარგავს.

ავსტრიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი კურორტების დახურვა 2,4 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system