თავში

ჯანმო ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის შესწავლას დროებით წყვეტს

ჯანმო ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის შესწავლას დროებით წყვეტს
ჯანმო ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის შესწავლას დროებით წყვეტს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "COVID-19-ის" მკურნალობის ფარგლებში, ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის შესწავლას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო დროებით წყვეტს. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა დღეს განაცხადა. 

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარასკევს სამედიცინო ჟურნალ "The Lancet-ში" კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილია, თუ რამდენად მძიმე იყო იმ "Covid-19-ით" ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ჰიდროქლოროქინითა და ქლოროქინით მკურნალობდნენ და მათი უმეტესობა იღუპებოდა. 

"სოლიდარობის ცდების აღმასრულებელი ჯგუფის წევრები, რომელშიც 10 ქვეყანა ერთიანდება, შაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ყველანაირ ხელმისაწვდომ მონაცემს შეისწავლიან და ანალიზს გააკეთებენ", - განაცხადა გებრეისუსმა. 

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესახებ სხვა სამართლებრივი გამოძიებაც მიმდინარეობს. 

”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს წამლები უსაფრთხოდ არის მიჩნეული და მას სხვა დაავადებების წინააღმდეგაც, მაგალითად მალარიის პაციენტების სამკურნალოდაც იყენებენ”,- განაცხადა გებრეისუსმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system