თავში

ჯანმო კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენას პროგნოზირებს

​ჯანმო კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენას პროგნოზირებს
ჯანმო კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენას პროგნოზირებს

კორონავირუსის მუტაცია მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალისტებთან მუშაობას აგრძელებს.

"მუტაცია გრძელდება. მუტაცია ეს ბუნებრივი პროცესია. თავად ვირუსზე ეს ნაკლებად მოქმედებს, თუმცა ჩვენ ყველა ვარიანტი უნდა შევისწავლოთ, მათ შორის გადაცემის პოტენციალის კუთხით", - განაცხადა კერკხოვემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სპეციალისტების საკუთარი ჯგუფები ჰყავს, რომლებიც კორონავირუსის ახალ ვარიანტებს სწავლობენ.

"მათი მუშაობის შედეგები უახლოეს დღეებსა და კვირებში იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system